სახალხო დამცველი - ჩვენი რწმუნებულები აგრძელებენ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დაკავებულ მოქალაქეებს
სახალხო დამცველი - ჩვენი რწმუნებულები აგრძელებენ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დაკავებულ მოქალაქეებს

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.

7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.