საკანონმდებლო ცვლილებებით, სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება იგეგმება
საკანონმდებლო ცვლილებებით, სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება იგეგმება

სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მისი გაუქმება პირველი სექტემბრიდან არის დაგეგმილი. პროექტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით შეასრულებს.

„როგორც წესი, მოხელის, სახელმწიფო მოსამსახურების დისციპლინური დევნის საკითხი მისმა დამნიშნავმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. ამდენად, უფრო მართებულია, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები – მოკვლევის დაწყება, მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ფორმალური საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა და ა.შ. მიიღოს არა მოსამართლეთა თანამდებობაზე დამნიშნავი კონსტიტუციური ორგანოსგან განყენებულად მყოფმა სუბიექტმა – დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, არამედ მოსამართლეთა მიერ უშუალოდ არჩეულმა თანამდებობის პირმა, რომელიც საბჭოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და პროფესიონალ მოსამართლეს წარმოადგენს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.