საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, შეიძლება, გამოყენებულ იყოს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად
მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა, შეიძლება, გამოყენებულ იყოს როგორც ძირითად, ისე დამატებით დისციპლინურ სახდელად.
შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
დღეს მოქმედი კანონით განსაზღვრულია, რომ დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება და მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა.
„ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომებზე ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.