საკალათბურთო სუპერლიგა | „რუსთავმა“ თსუ-სთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგა | „რუსთავმა“ თსუ-სთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT

„რუსთავსა“ და თსუ-ს შორის სუპერლიგის ფინალური სერია ქვემო ქართლში დაიწყო. ეს გუნდები ერთმანეთს ფინალურ სერიაში შორეულ 2010 წელს შეხვდნენ და მაშინ რუსთაველებმა 3:1 მოიგეს. მთლიანობაში, რუსთაველებს სუპერლიგა 5-ჯერ აქვთ მოგებული, თსუ კი პირველი ტიტულის ძიებაშია. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა სერიის პირველი მატჩი სტუმრად – რუსთავში მოიგო (69:66) და მეტოქეს მოედნის უპირატესობა აართვა.

მეორე მატჩი მეორე დღეს, 21 მაისს გაიმართა. რუსთაველები ადგილობრივი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერით თავიდანვე დაეუფლნენ მცირე უპირატესობას და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 80:67

წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა უკანახაზელმა ლუკა ბულაშვილმა, რომელმაც 11-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 25 ქულით დაასრულა. მისმა თანაგუნდელმა დიგსმა 24 ქულა ჩააგდო. თსუ-ში ორმაგი დუბლები შეასრულეს ბექა ბექაურმა და გიორგი ცინცაძემ. პირველმა 17 ქულას 11 მოხსნა მიამატა, მეორემ – 11-11 ქულა-პასი ჩაიწერა.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მომდევნო მატჩი თბილისში 24 მაისს გაიმართება.