საკალათბურთო ევროლიგა | თორნიკე შენგელიას 15 ქულა მილანში #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგა | თორნიკე შენგელიას 15 ქულა მილანში #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში დანიასთან ჩატარებული მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ დაუბრუნდა, რომელთანაც ევროლიგაზე მილანში ითამაშა. „არმანისთან“ შეხვედრა მილანელთა გამარჯვებით 87:84 დასრულდა.

„ბარსას“ ბომბარდირობა თორნიკე შენგელიამ და იან ვესელიმ გაიყვეს. მათ 15-15 ქულა ჩააგდეს. ქართველი ფორვარდის სრული სტატისტიკა: 25 წუთი, 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო, 7 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება.

„ბარსელონას“ ევროლიგაზე 17 მოგება, 13 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში „ბრეოგანთან“ 8 მარტს გამართავს.