საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა | გიორგი შერმადინს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრს, გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსაჯების მიმართ უპატივცემულობის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემთხვევაში მას ორი მატჩის გამოტოვება და სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თუმცა ჯარიმას ამჯერადაც ვერ ასცდა – ფიბამ 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ეს ყველაფერი 5 თებერვალს „მანრესასთან“ მატჩში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. პირველ მეოთხედში მსაჯების მოქმედებებმა გიორგი წყობილებიდან გამოიყვანა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
რაც შეეხება შერმადინის „ტენერიფეს“, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ორი მატჩიდან ორი აქვს მოგებული. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ორი გუნდი გადის.