საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალ სათაო ოფისში დასაქმებულთა შვილებისთვის საბავშვო ბაღი გაიხსენება
საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალ სათაო ოფისში დასაქმებულთა შვილებისთვის საბავშვო ბაღი გაიხსენება

სწორედ ის ხალხი, ვინც საჯარო სერვისის სახით პროდუქტს ქმნის და რომელიც შემდეგ უკვე წინა ხაზის თანამშრომლების მიერ გაიცემა იუსტიციის სახლში, განთავსდება დღეიდან ამ შენობაში, სადაც მათი შვილებისთვის არის მოწყობილი საბავშვო ბაღი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალი სათაო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შენობაში განთავსება იქ მომუშავე საჯარო მოხელეთა შვილებისთვის საბავშვო ბაღი და „არც ერთი დედა, არც ერთი მამა მომავალში არ დადგება იმ რთული არჩევანის წინაშე, რასაც ჰქვია – კარიერა თუ შვილი“.

„დღეს ჩვენ თბილისს შევმატეთ ძალიან ლამაზი და დიდი ინფრასტრუქტურა. საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს 1 100 თანამშრომელი გამოვა იმ საბჭოთა ძველი დროის ინფრასტრუქტურიდან სადაც ისინი დაფანტულად წლების განმავლობაში ისხდნენ და იქიდან ემსახურებოდნენ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეები გააგრძელებენ სერვისის მიღებას თბილისში იუსტიციის სახლის შენობაში და გლდანში საზოგადოებრივ ცენტრში, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სერვისი ფრონტ-ოფისში ვერ გაიცემა თუ ე.წ. უკანა ხაზის თანამშრომელი არ არის უზრუნველყოფილი კარგი სამუშაო პირობებით. სწორედ ის ხალხი, ვინც საჯარო სერვისის სახით პროდუქტს ქმნის და რომელიც შემდეგ უკვე წინა ხაზის თანამშრომლების მიერ გაიცემა იუსტიციის სახლში, განთავსდება დღეიდან ამ შენობაში, სადაც მათი შვილებისთვის არის მოწყობილი საბავშვო ბაღი. რეალურად არც ერთი დედა, არც ერთი მამა მომავალში არ დადგება იმ რთული არჩევანის წინაშე, რასაც ჰქვია კარიერა თუ შვილი. ყველას ექნება საშუალება, თავისი პირადი და ოჯახური ცხოვრება კარიერულ მიზნებს შეუსაბამოს.

მინდა, ყველას, საჯარო მოხელეებს, ვინც აქ იმუშავებს, მივულოცო, რადგან მათ შრომას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წარმატებაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა, შენობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალ სათაო ოფისში საბავშვო ბაღი იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

დატოვე კომენტარი