საჯად კარიმი - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობებში ასეთ პროგრესს მიაღწევდნენ
საჯად კარიმი - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობებში ასეთ პროგრესს მიაღწევდნენ

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩამოვიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საჯად კარიმმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული საუბარი. საქართველოს პრეზიდენტს ესმის სიღრმე და სრული დინამიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების. ეს გვაძლევს საუკეთესო საშუალებას, ავაგოთ მომავალი ურთიერთობები, გადავხედოთ ბოლო 10 წელს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობებში ასეთ პროგრესს მიაღწევდნენ“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა.