საჯად კარიმი - საქართველოსთვის ღიაა ევროპული ბაზარი, საზღვრები, ამ შეთანხმებებს ვუწოდებ ფანტასტიკურ მიღწევებს
საჯად კარიმი - საქართველოსთვის ღიაა ევროპული ბაზარი, საზღვრები, ამ შეთანხმებებს ვუწოდებ ფანტასტიკურ მიღწევებს

საქართველოსთვის ღიაა ევროპული ბაზარი, საზღვრები, ამ შეთანხმებებს ვუწოდებ ფანტასტიკურ მიღწევებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თანამშრომლობის ამ ხარისხზე ვისაუბრებდით. ჩვენ მართალაც დიდი გზა გავიარეთ და მივედით იქამდე, რომ საქართველო ასოცირებული წევრია და საქართველოსთვის ღიაა ევროპული ბაზარი, საზღვრები. მე ამ შეთანხმებებს ვუწოდებ ფანტასტიკურ მიღწევებს. ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებით, ქართველი ხალხის ძალისხმევით, სურვილით და მონდომებით. ურყევია საქართველოს გზა, არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ურყევი იქნება და მტკიცე ევროპის მხარდაჭერაც საქართველოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი თანამშრომლობა. უდიდესს პროგრესს მივაღწიეთ და ყველა წარმატებული ნაბიჯი არის მჭიდრო ურთიერთობის გამოძახილი. ევროპარლამენტი ამახვილებს ყურადღებას ბევრ საკითხზე, პროგრესზე, წინსვლაზე და იმ სფეროებზე, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მომავალი პროგრესისთვის.

საქართველომ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. საქართველო აგრძელებს გზას და ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. მიმართულება გვაქვს, ამოცანები დასახულია, პროგრესი არის, ვიცით სად არის მეტი გასაკეთებელი და მოდით, ერთად გავაგრძელოთ მუშაობა“, – აცხადებს საჯად კარიმი.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.