საიუბილეო დღეების ფარგლებში, თსუ-სა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა
საიუბილეო დღეების ფარგლებში, თსუ-სა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საიუბილეო დღეების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი.

ამავე დროს, გაფორმდა მემორანდუმი თსუს-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

დაგეგმილია საუნივერსიტეტო დელეგაციების საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტსა და დედაქალაქის მერთან.