საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც დონალდ ტრამპს უკავშირდება, გამოძიება მიმდინარეობს
საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც დონალდ ტრამპს უკავშირდება, გამოძიება მიმდინარეობს

საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და წლევანდელ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს უკავშირდება, გამოძიება მიმდინარეობს.

საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, პალმ ბიჩის ოლქის შერიფის ოფისთან ერთად მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

„საიდუმლო სამსახური, პალმ ბიჩის ოლქის შერიფის ოფისთან ერთად, იძიებს ინციდენტს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით, რომელიც მოხდა დაახლოებით 14:00 საათზე. ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა. მალე მეტ დეტალს შემოგთავაზებთ“, – ნათქვამია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.