საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს

22:01, 04.02.2025

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში“, – ნათქვამია საია-ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი