საჰიბა გაფაროვა - აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას საუკუნოვანი ისტორია აქვს
საჰიბა გაფაროვა - აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას საუკუნოვანი ისტორია აქვს

ჩვენი ქვეყნები მეზობელი ქვეყნებია და ჩვენ არა მარტო მეზობელი ქვეყნები ვართ, არამედ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობას საუკუნოვანი ისტორია აქვს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ერთმანეთს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საჰიბა გაფაროვამ აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ტრადიციებში ძალიან ბევრი მსგავსება გვაქვს. სწორედ ამიტომ ბევრი ქართველი, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს, ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და ბევრი აზერბაიჯანელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თქვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა ორივე ქვეყნის ელჩების მუშაობას. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, ასზე მეტი მთავრობათშორისი დოკუმენტი არის ხელმოწერილი და როგორც ვიცი, 15 დოკუმენტი განხილვის ქვეშაა. გვაქვს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს, პანდემიის პერიოდში, ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია და ქართველები აქტიური მონაწილეები არიან საერთაშორისო პროექტების, რომლებსაც ვახორციელებთ. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგო და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში. ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტს შორის. ჩვენ გვაქვს აზერბაიჯან-საქართველოს სამეგობრო ჯგუფი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პარლამენტის ჯგუფები წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი, ეუთო და ბევრი სხვა“, – განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.