საჰარაში თოვლი მოვიდა
საჰარაში თოვლი მოვიდა

ჩრდილოეთ ალჟირში აინ სეფრას მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა.

ყველაზე ცხელი უდაბნოს პატარა ქალაქში ქვიშის ფერდობები თოვლით დაიფარა.

შუადღისას ტემპერატურის მატებასთან ერთად თოვლმა დნობა დაიწყო.

ფოტოგრაფების თქმით, თოვლისა და ქვიშის ნაზავმა უნიკალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობა გააჩინა.

ქალაქი აინ სეფრა საჰარის უდაბნოს კარიბჭედაა ცნობილი.