საჰაერო ტაქსი: ყაზახეთში სამგზავრო უპილოტო ელექტროვერტმფრენი გამოსცადეს
სამგზავრო უპილოტო ელექტროვერტმფრენის პრეზენტაცია / ბულგარეთის ტელევიზიის პირველი არხი
ყაზახეთში პირველად გამოსცადეს სამგზავრო უპილოტო ელექტროვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ადამიანი იმყოფებოდა. სადებიუტო ფრენა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა შეასრულა.
საჩვენებელი ფრენა ყაზახეთის იმ მასშტაბური გეგმის ნაწილია, რომელიც საჰაერო ტაქსების ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივით ქვეყანას სურს, პირველი გახდეს დსთ-ის სივრცეში, სადაც ტრანსპორტის ეს სახეობა რეგულარულ მარშრუტებს მოემსახურება.
ორადგილიანი ელექტროვერტმფრენის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, ხოლო ფრენის სიშორე 35 კილომეტრი. პირველ ეტაპზე საჰაერო ტაქსი ტურისტული და საჩვენებელი ფრენებისთვის გამოიყენება, რომლებიც 5-დან 30 წუთამდე გაგრძელდება.