საჰაერო ბურთების გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
საჰაერო ბურთების გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ადგილობრივი მედიის თანახმად, 22 ოქტომბრის 06:40 საათისთვის ვილნიუსის აეროპორტის ფუნქციონირებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო 4 000-ზე მეტი მგზავრი და ოცდაათი რეისი დაზარალდა.
ვილნიუსის მიმართულებით განხორციელებული 14 რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ძირითადად, კაუნასის მიმართულებით – 10, რიგის მიმართულებით – 2 და პალანგასა და ვარშავის მიმართულებით – თითო-თითო რეისი. 10 რეისი გაუქმდა, ერთი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა. ვილნიუსის აეროპორტიდან 5 რეისი გადაიდო.
ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის ცნობით, რამდენიმე ათეული ბუშტის მონიტორინგი მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობით, საჰაერო ბურთები ბელარუსიდან სიგარეტის კონტრაბანდისთვის გამოიყენება.
უსაფრთხოების გამო ბელარუსთან დარჩენილი ორივე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. გადაწყვეტილება გადაიხედება ვილნიუსის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ.