საგურამოში ილია ჭავჭავაძის იუბილეს აღნიშნავენ
საგურამოში ილია ჭავჭავაძის იუბილეს აღნიშნავენ

საგურამოში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლებისათვის საჯარო ლექცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა წაიკითხა. ასევე გურამიშვილების მარანის მიმდებარე ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძის, მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ ისაუბრეს.

გარდა საჯარო ლექციისა სახლ მუზეუმში სტუმრებს მსახიობები მასპინძლობენ და საკუთარი კოსტიუმებით პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეპოქას აცოცხლებენ.

დღის ბოლოს საგურამოში ღია ცის ქვეშ გალა-კონცერტი ”საგურამოს ეზო” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მომღერლები მიიღებენ. კონცერტის წამყვანი პოეტი რატი ამაღლობელია. კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.

 

ფოტო: დავით ბანცაძე