საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს.
პარლამენტის ბიურომ შესაბამისი განრიგი დაამტკიცა. განრიგის მიხედვით, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს – ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს – შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.
24-27 მაისს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს – თავდაცვის მინისტრს. ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს – ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს – საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს – იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს – განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.