საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო ზარი ზალკალიანის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო და მისი გამოჯანმრთელების შემდეგ შედგება
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო ზარი ზალკალიანის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო და მისი გამოჯანმრთელების შემდეგ შედგება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან მინისტრის სატელეფონო ზარი დაგეგმილი იყო მიმდინარე კვირას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კოვიდი დაუდასტურდა, ზარი შედგება მისი გამოჯანმრთელების შემდგომ.

„იცით, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს აკავშირებთ განსაკუთრებული პარტნიორობა, ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვისთანაც გაერთიანებულმა სამეფომ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. სატელეფონო საუბრის დროს ბუნებრივია განსახილველ თემებს შორის იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.