საგარეო უწყება - სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია
საგარეო უწყება - სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან უფრო უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.