საგარეო უწყება - საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან
საგარეო უწყება - საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსში შეშვებაზე უარი ეთქვათ, სამშობლოში 14 მაისს დაბრუნდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო მოქალაქეები, რომლებსაც კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე უარი ეთქვათ, საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას არ ფლობდნენ.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში შემდეგი რეისით დაბრუნდებიან, რომელიც 14 მაისს არის დაგეგმილი.

„კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს, 14 მაისს“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე ორი დღეა სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში იმყოფება.