საგარეო უწყება – რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის სამგზავრო ავტობუსში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით

01:39, 31.08.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

„საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი