საგარეო უწყება - რთული ვითარების გამო ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან
საგარეო უწყება - რთული ვითარების გამო ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში არსებული რთული და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მუდმივ კონტაქტზე რჩებიან სუდანში მყოფ ქართველებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.