საგარეო უწყება – გამანადგურებელია ნახვა, როგორ ახორციელებს დარტყმას რუსეთი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, მკაცრად ვგმობთ მორიგ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.
როგორც უწყების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის გვერდით დგანან.
„აბსოლუტურად გამანადგურებელია იმის ნახვა, როგორ ახორციელებს რუსეთი დარტყმას კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, რომელიც მოქალაქეების ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მორიგ სასტიკ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია.
It is absolutely devastating to see Russia strike the train station in #Kramatorsk used for the evacuation of civilians. We strongly condemn yet another brutal attack against innocent people. We #StandWithUkraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) April 8, 2022