საგარეო უწყება - ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ
საგარეო უწყება - ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებენ

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკელი კერძო ინვესტორების ჯგუფს „TECH Friends of Georgia“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, გახსნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და მინესოტას სენატორმა (2003-2009) ნორმ ქოლმანმა.

აღსანიშნავია, რომ სენატორი ქოლმანი, რომელიც საქართველის მეგობარი და მხარდამჭერია, მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას აშშ-ში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც „TECH Friends of Georgia“ განახორციელებს 500 000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

დატოვე კომენტარი