საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრა მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ანალენა ბერბოკმა უკვე გამართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ანალენა ბერბოკი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.