საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი - სოციალურ ქსელებში შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა დაადასტურა ე.წ. „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი - სოციალურ ქსელებში შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა დაადასტურა ე.წ. „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა

სოციალურ ქსელებში შეგნებულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა დაადასტურა ე.წ. „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ცალკეული პირების მიერ ხორციელდება 2021 წლის 7 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია. შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მინისტრმა დაადასტურა ე.წ. „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა.

გთავაზობთ მინისტრის ინტერვიუს ამონარიდს, სადაც დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ: იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნულია სტრატკომის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი