საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაციის გამო, თანამშრომლები სამუშაოდ ლეონიძის ქუჩაზე არსებულ შენობაში გადავლენ
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაციის გამო, თანამშრომლები სამუშაოდ ლეონიძის ქუჩაზე არსებულ შენობაში გადავლენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაოდ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადავლენ.

როგორც საგარეო უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, თანამშრომელთა გადაყვანა ეტაპობრივად მოხდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თანამშრომელთა სხვა შენობაში გადაყვანის მიზეზი არსებული შენობის რეაბილიტაციაა, რის საჭიროებასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს ჩიტაძის N 4-ში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. შესაბამისად, დაიგეგმა თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის N 3-ში მდებარე შენობაში“, – აცხადებენ საგარეო უწყების პრესსამსახურში.