საგარეჯოსა და ახმეტაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
საგარეჯოსა და ახმეტაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

შუალედური არჩევნები კახეთის ორ მუნიციპალიტეტში საგარეჯოსა და ახმეტაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს .

ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით არცერთ უბანზე პროცედურული დარღვევები არ დაფიქსირებულა. დარღვევების შესახებ არც უბანსა და არც კომისიაში საჩივარი არ დაწერილა.
მოქალაქეთა აქტივობა საშუალოა. 10:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 11,4-მა პროცენტმა

პანკისის ხეობის ხალაწნის თემის მაჟორიტარული ოლქი 4 სოფელს მოიცავს – ზემო, ქვემო და შუა ხალაწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს. ჯამში რეგისტრირებულია 1220 ამომრჩეველი. საკრებულოს მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.