საგარეჯოს საფეხბურთო სტადიონი 2000 მაყურებელს დაიტევს

02:21, 21.12.2017

საგარეჯოში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ცნობით, გუნდი, “გარეჯი” საშინაო თამაშებს საკუთარ კედლებში 2018 წლის გაზაფხულიდან გამართავს – საგარეჯოელები ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობენ.

ფონდის ცნობით, ტრიბუნები ორი ათას მაყურებელს დაიტევს, მოეწყობა გასახდელები, პრეს-ლოჟა, ტრიბუნები, დაიგება თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარი. ამჟამად მოედნის მოსწორებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები მთავრდება.

სტადიონის კეთილმოწყობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს.

მსგავსი