საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება, რომელიც წლიურად 500 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს ასაშენებლად არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 10 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

მათივე ცნობით, ბიზნესის მხარდასაჭერად და მეღვინეობის დარგის განსავითარებლად შპს „გუგვაინს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 46 781კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა.