საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის
საავტომობილო გზის კმ30–კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.