საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცესკო-სთან აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცესკო-სთან აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დაშავდა.

მათგან ერთი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ პირს ესკორაციები (ნაკაწრები) აღენიშნებოდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ადამიანს, ის სამედიცინო დაწესებულებაში ნევროტულობით შეიყვანეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.