საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაიონული შენობები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვილობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის: C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ,  მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფენ.