საგამოძიებო სამსახურში თურქეთის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

17:34, 11.11.2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თურქეთის რესპუბლიკის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის (TADOC) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა – ვახტანგ ფარესიშვილმა და ვაჟა ფანოზიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელს ერდემ ოზლერსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის (TNP)-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პოლიციის მომზადების სამმართველოს უფროსს ოზგან ონურს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე ისაუბრეს და კოორდინაციის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს. თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მასპინძლებს საერთაშორისო აკადემიის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნეს, რომ აკადემია ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო, სამართლებრივ პროექტს და ამ უკანასკნელთა ფარგლებში მზაობა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მსგავსი