საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საქმეზე გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

მედიის ცნობით, საქართველოში ე.წ. რუსული სკოლა School Club Georgia გაიხსნა. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ School Club Georgia არ არის განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ ავტორიზებული და არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება.