საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს [ფოტო]
საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს [ფოტო]

საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათიდან მიმდინარეობს. დღეს ეროვნული გამოცდების პირველი დღეა.

აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს. ტესტი ნაწილობრივ ელექტრონულია.

აბიტურიენტები დავალებას ელექტრონულად მიიღებენ და პასუხებს ფურცელზე დაწერენ. ტესტის დასაწერად აბიტურიენტებს სამი საათი და 45 წუთი აქვთ.

წელს საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი. საგამოცდო ცენტრებთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.