საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების ლიდერი დააკავეს

08:08, 03.01.2019
Eric Drouet, a leader of the "Yellow vests" (Gilets jaunes) movement speaks with his lawyer Kheops Lara (R) as he leaves Paris' courthouse at the end of his custody after being detained by the police during a yellow vests demonstration in Paris, on December 23, 2018. / AFP / FRANCOIS GUILLOT

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების ლიდერი დააკავეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ერიკ დრუე პარიზში არასანქცირებული მიტინგის ჩატარების მცდელობისას აიყვანეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ყვება, პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაშინ დააკავა, როდესაც დრუე სხვა აქტივისტების სპონტანურ მიტინგს შეუერთდა. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს.
ყვითელჟილეტიანების ერთ-ერთი ლიდერის დაკავება საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჟან-ლიუკ მელანშონმა მკაცრად დაგმო.

შეგახსენებთ, რომ ერიკ დრუე მანამდეც იყო დაკავებული. ის პოლიციამ 23 დეკემბერს აქციაზე აკრძალული ნივთების შეტანის მოტივით დააკავა. ამას გარდა, დრუეს წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთის პროკურატურამაც დაიწყო. გამოძიება ამტკიცებს, რომ დრუე ყვითელჟილეტიანებს ელისეის სასახლეში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთში 17 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. აქტივისტები თავდაპირველად საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

მსგავსი