საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი.

საპროტესტო მოძრაობის წევრები დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში 45-ედ შეიკრიბნენ.

პარიზში აქცია რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციის დაწყებამდე 39 მომიტინგე დააკავა.

სამართალდამცავები შიშობდნენ, რომ ყვითელჟილეტიანებსა და კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდებოდა, რის გამოც პრევენციულ ზომებს მიმართეს.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთში შარშან ნოემბრიდან დაიწყო.