საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია მეათედ იმართება
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია მეათედ იმართება

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია მეათედ იმართება. აქტივისტები პარიზის ქუჩებში გავიდნენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა ემანუელ მაკრონის გადადგომაა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები ნოემბრის შუა რიცხვებიდან არ წყდება. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასების ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. შემდეგ კი მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

ემანუელ მაკრონმა ყვითელჟილეტიანების აქციების საპასუხოდ მინიმალური ხელფასი გაზარდა და სხვა სოციალური შეღავათები დააწესა. ასევე მაკრონმა საფრანგეთის საზოგადოებას ეროვნული დიალოგის დაწყება შესთავაზა და წამოიწყო ტურნე, რომლის ფარგლებში ის ქვეყნის ყველა რეგიონში ჩავა და მოქალაქეებს შეხვდება. მიუხედავად ამისა ყვითელჟილეტიანები აქციებს არ წყვეტენ.