საფრანგეთში XII საუკუნის 2200 უნიკალური მონეტა აღმოაჩინეს
საფრანგეთში XII საუკუნის 2200 უნიკალური მონეტა აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კლუნის სააბატოში მე-12 საუკუნის 2200 უნიკალური მონეტა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლიონის უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ზემო ბურგუნდიაში ყოფილი სააბატოს ტერიტორიაზე გათხრები ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყეს.

არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის ანა ბოდის თქმით, სულ აღმოჩენილია 2200 უძველესი ვერცხლის ფრანგული მონეტა, ასევე ნაპოვნია 21 ოქროს დინარი ესპანეთიდან და მაროკოდან, ასევე მცირე ზომის ოქროს ნივთი.