საფრანგეთში წყალდიდობისა და ქარიშხალის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

17:59, 15.12.2019

საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობისა და ქარიშხალის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სამხრეთ დასავლეთ რეგიონში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.

სტიქიის ზონაში 15 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი