საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წვიმა 24 ნოემბერსაც გაგრძელდა, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით. „მეტეო ფრანსის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყლის დონე დღის განმავლობაში დაიკლებს.