საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

11:36, 25.11.2019

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტიქია ვარის პროვინციას გადაუღებელი წვიმის შედეგად დაატყდა თავს.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ 77 წლის მამაკაცს.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა სარკინიგზო მიმოსვლას, ჩახერგილია ზოგიერთი საავტომობილო გზაც.

მსგავსი