საფრანგეთში წყალდიდობასა და ძლიერ ქარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

11:33, 15.12.2019

საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობას და ძლიერ ქარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტიქიის ზონაში 40 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ნორმანდიაშია, საიდანაც 600 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევს.

მსგავსი