საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა
საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში პარტიის თავმჯდომარე ჟორდან ბარდელა ავრცელებს.

მისი შეფასებით, ეს ოპერაცია არის „დევნის ახალი კამპანიის“ ნაწილი.

„დღეს, დილის 08:50 საათიდან „ეროვნული გაერთიანების“ შტაბ-ბინაში, მათ შორის მისი ლიდერების ოფისებში, პოლიციის დაახლოებით 20-მა შეიარაღებულმა ოფიცერმა, რომლებსაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, რეიდი ჩაატარა, ორი გამომძიებელი მოსამართლის თანხლებით“, – დაწერა ჟორდან ბარდელამ.

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, ამოღებულია ელექტრონული წერილები, დოკუმენტები, ბუღალტრული მასალები.

ამასთან, ბარდელა აღნიშნავს, რომ პარტიისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა.

„ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტიის ბოლო რეგიონულ, საპრეზიდენტო, საკანონმდებლო, ევროპულ კამპანიებთან, ანუ საარჩევნო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ახლა სასამართლოს ხელშია. ეს უპრეცედენტო ოპერაცია უდავოდ წარმოადგენს დევნის ახალი ოპერაციის ნაწილს. ეს არის სერიოზული თავდასხმა პლურალიზმსა და დემოკრატიულ ცვლილებებზე. მეხუთე რესპუბლიკის ეპოქაში აქამდე ოპოზიციური პარტია არ განიცდიდა ასეთ უმოწყალო დევნას“, – წერს „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე.