საფრანგეთში უარყვეს „ბორდოს“ აპელაცია - ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი მეოთხე დივიზიონში ითამაშებს #1TVSPORT
საფრანგეთში უარყვეს „ბორდოს“ აპელაცია - ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი მეოთხე დივიზიონში ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონი „ბორდო“ 2024-25 წლების სეზონს მეოთხე დივიზიონში გაატარებს.

ივლისში „ბორდომ“ დაკარგა პროფესიული კლუბის სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო და დათანხმდა რანგით მესამე დივიზიონში თამაშს. აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა „ბორდოს“ მეოთხე დივიზიონში დაქვეითების შესახებ. კლუბმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება იმის საფუძველზე, რომ „რესტრუქტურიზაციის პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია ფრანგული ფეხბურთის ელიტაში სწრაფად დაბრუნება“.

მიუხედავად ამისა, კლუბის აპელაცია არ დაკმაყოფილდა და „ბორდო“ ახალ სეზონში მეოთხე დივიზიონში ითამაშებს.