საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო, 2500-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია მოხდა
საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო, 2500-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია მოხდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში ტყის ხანძრის გამო, 2500-ზე მეტი ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარი ანჟერე-სიურ მერის რაიონში 15 ივლისს შუადღეს გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ხანძარი სანაპიროს მიმართულებით ვრცელდება.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ევაკუირებული ტურისტები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ცეცხლს ქრობის ოპერაციაში ათობით მეხანძრე მონაწილეობს. პროცესში ჩართულია ავიატექნიკაც.