საფრანგეთში, ტერაქტის ადგილზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი იპოვეს

09:25, 25.03.2018

საფრანგეთის პოლიციამ ტრებეში მოწყობილი ტერაქტის ადგილზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი იპოვა. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, სუპერმარკეტში ასევე აღმოჩენილია სანადირო დანა.

პოლიციამ გაჩხრიკა ქალაქ კარკასონში მდებარე სახლი, რომელშიც დამნაშავე ცხოვრობდა. ამოღებულია წერილი, რომელშიც 26 წლის თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცს დებს.

23 მარტს ქალაქ ტრებეში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს. კიდევ 16 დაიჭრა. მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა პოლიციელი, რომელიც ერთ-ერთი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა დამნაშავეს.

თავდამსხმელი წარმოშობით მაროკოელი რედუან ლაკდიმი პოლოციელებმა მოკლეს. სამართალდამცავებმა დააკავეს ლაკდიმის სავარაუდო თანამზრახველი მამაკაცი და ქალი, რომელიც ტერორისტებთან არის დაკავშირებული.

მსგავსი