საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს, 26 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19:45, 14.10.2026

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 13 ოქტომბრის, 17:00 საათის მდგომარეობით, 7 950 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა 85 პროცენტი არასრულწლოვანია.
წინასწარი პატიმრობა 26 პირს შეეფარდა, რომელთა 65 პროცენტი სრულწლოვანია.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში 937 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, ასევე დაშავდა განათლების ეროვნული სისტემის 149 თანამშრომელი და 248 მოსწავლე, უმეტესად ქუჩის არეულობის დროს.

მსგავსი